ოთხშაბათი, მარტი 22, 2023

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშება კრივში

გორში გათამაშდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი კრივში.   ღონისძიებაში, რომელიც...

წინასაახალწლო სახალისო სპორტული თამაშები ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის  სპორტის სამმართველომ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სოფელ ხურვალეთის დევნილი ბავშვებისთბის...

,,70 წელი – როგორც ერთი წამი” – ქორმეისტერის დავით ელბაქიძის საიუბილეო საღამო გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (VIDEO)

,,დოდოი“, ოსი პოეტისა და ოსური სალიტერატურო ენის დამაარსებლის კოსტა ხეთაგუროვის ლექსზე შექმნილი ოსური...

დავით ელბაქიძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

29 ნოემბერს, 18.00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ლ. გუდიაშვილის #7) აღინიშნება ანსამბლ...

საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდების იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

საქართველოს მთიანი რეგიონების ლუდი შეიძლება აღიარებულ იქნას მსოფლიო მემკვიდრეობის არამატერიალურ მემკვიდრეობად. ამ სტატუსს...

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის 2017 წლის საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაო:

  1. 29  იანვარს ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პოეზიის საღამო ,,ნუ გაწყვეტთ დროთა კავშირს’’. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცხინვალის რეგიონის სხვადასხვა თაობის დევნილმა პოეტებმა.
  2. 26 აპრილს სოფ.  ბერბუკში და 7 ივნისს დაბა შაუმიანში გაიმართა დევნილ მოსწავლეთათვის დოკუმენტური ფილმების ჩვენება “Noosfera Foundation’’- თან ერთად შემუშავებული პროექტის მიხედვით.
  3. 20 მაისს ქ. გორში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ცხინვალის რეგიონის ბავშვთა ფოლკლორულმა კოლექტივებმა.
  4. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებზე მოწვეულ საპატიო სტუმართათვის საჩუქრად გადასაცემად ივნისში დამზადდა ოსი პოეტის, მწერლის, დრამატურგის, პუბლიცისტისა და მხატვრის კოსტა ხეთაგუროვის და ქართველი მოღვაწის, განმანათლებლის მიხეილ ყიფიანის ბარელიეფები.
  5. ივლისში მომზადდა ცხინვალის რეგიონის სხვადასხვა თაობის 35 პოეტის ბიოგრაფიული ცნობების და ლექსების ელექტრონული ვერსია 2018წ. კრებული ,,ალილუია’’–ს გამოსაშვებად.
  6. ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებები:
  • სექტემბერ–ოქტომბერ–ნოემბერში სამხრეთ ოსეთის ასაკობრივმა საფეხბურთო ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს რეგიონების პირველობაზე 2003 წელში დაბადებულთა შორის.
  • სექტემბერ–ოქტომბერ–ნოემბერში სამხრეთ ოსეთის ასაკობრივმა საფეხბურთო ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს რეგიონების პირველობაზე 2004 წელში დაბადებულთა შორის.
  • სექტემბერ–ოქტომბერში სოფ.ერგნეთში ჩატარდა „ოთხთა ტურნირი“ ფეხბურთში ,,ერგნეთი–2017’’. მონაწილეობდნენ სოფ. ერგნეთის, კოდის დასახლების, წეროვნის დასახლებისა და თბილისის ,,მარკ სტარსი’’–ს გუნდები.
  1. 14–15 ოქტომბერს ჩატარდა ყოველწლიური სახალხო ზეიმი ,,კოსტაობა’’.
  2. 16 დეკემბერს მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა საღამო ანსამბლ  ,,ლიახვის’’ 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
Contact