ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრმა უმასპინძლა ქარელის რაიონის სოფელებში (მოხისი, აგარა, ახალსოფელი) და თბილისში ჩასახლებულ 20 დევნილ მოსწავლეს ცხინვალის რეგიონიდან.
ბავშვები დაესწრნენ ლუდვიგ მინკუსის ბალეტ-ზღაპარს „ბაიადერა“-ს.
ბავშვების ბალეტზე დასწრების ინიციატორი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურია, რომელმაც თეატრთან მოლაპარაკება აწარმოა. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბავშვები ტრანსპორტითა და კვებით უზრუნველყო.
![](https://soa.gov.ge/wp-content/uploads/2024/03/IMG20240317153215-1024x533.jpg)