სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასზე მინი ფეხბურთში ოთხთა ტურნირის გამარჯვებული ნატახტარის გუნდი გახდა (VIDEO)

სოფელ ნატახტარში ჩატარდა ოთხთა ტურნირი მინი ფეხბურთში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასზე.

მესამე ადგილისთვის გორის და წეროვნის ფეხბურთელთა გუნდები იბრძოდნენ. თამაში წეროვნის გუნდის გამარჯვებით დასრულდა – ანგარიშით 5:3. გუნდმა 3-მე ადგილი დაიკავა.

ფინალში ერთმანეთს ნატახტარის და კოდის ფეხბურთელები შეხვდნენ. მატჩში ნატახტარის გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 6:1. ფეხბურთელებს თასი გადაეცათ.

ჩემპიონი გუნდი და ტურნირის პრიზიორები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ომარ ხუბაევმა დააჯილდოვა.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია