ნოდარ დუმბაძის HELLADOS-ის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობა ცხინვალის რეგიონიდან ბავშვებმა მიიღეს

პროექტ „საზღვრებსმიღმა“ ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის HELLADOS-ის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.

დამდგმელი რეჟისორი – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენელი თამარ ხიზანიშვილი.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოყვანილ იქნა 60 ემიგრაციაში მყოფი ბავშვი (აშშ, იტალია, საბერძნეთი, ნიდერლანდები და სხვა).

სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს ბავშვებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან (ოჩამჩირე, გალი, სოხუმი) და ჰერეთიდან.

30 ივლისს კი ისინი საოკუპაციო საზღვართან მდებარე სოფელ ერგნეთში ჩავლენ და ოკუპაციის მუზეუმს მოინახულებენ, სადაც სპექტაკლ “ჰელადოსს” გამართავენ.

„ეს „ჰელადოსის“ ჩვენებური ვარიანტია, ჩვენი ხედვაა ნოდარ დუმბაძის ეს სპექტაკლი. „ჰელადოსი“ – ნაწარმოებია, რომელიც ეხება დაბრუნების საკითხს. ამ ბავშვების გაერთიანება დიდი სამეა. მათში უნდა ჩავდოთ დიდი სიყვარული, რომ შემდგომ მივიღოთ გულწრფელი პატრიოტები. მთელი წელიწადი ონლაინ ვიმუშავეთ ამ ბავშვებთან, ბევრი ვერ საუბრობს ქართულად ძალიან კარგად, მაგრამ ძალიან მოწადინებულები არიან: სურდათ, რომ დიდი ტექსტი ჰქონოდათ სცენაზე. მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი შედგა“, – ამბობს თამარ ხიზანიშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია