სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია აცხადებს შესარჩევ კონკურსს „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ საზაფხულო სკოლაში – ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში” – მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს, რომელთაც 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ინგლისურ ენაში აქვთ შეფასება – 10 ქულა. კონკურსი ჩატარდება ინგლისურ ენაში წერითი გამოცდის სახით.
წერითი გამოცდის ჩატარების დრო: 2018 წლის 18 ივნისი, 10 საათი.
მისამართი: თბილისი, პ. ქავთარაძის ქუჩის ჩიხი №1, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.
საკონტაქტო პირი: მარინე ქრისტესიაშვილი, ტელეფონი: 595958067
კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისათვის საკმარისია კონკურსანტის სახელი და გვარი მოკლე ტექსტური შეტყობინებით 15 ივნისის 18 საათამდე გაიგზავნოს ნომერზე: 595958067
გამოცდაზე კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ცნობა შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, იმის შესახებ, რომ კონკურსანტი დევნილია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად;
- სკოლის მიერ გაცემული ცნობა 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ინგლისურ ენაში შეფასების შესახებ.