სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია აცხადებს შესარჩევ კონკურსს „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ საზაფხულო სკოლაში – ,,ეკოსკოლა“- მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეფასება საბუნებისმეტყველო საგნებსა და გეოგრაფიაში აქვთ არანაკლებ 8 ქულისა. კონკურსი ჩატარდება წერითი დავალების სახით.
წერითი გამოცდის ჩატარების დრო: 2018 წლის 15 ივნისი, 11 საათი.
მისამართი: გორი, . ჭავჭავაძის ქუჩა 53, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე-3 კორპუსი, აუდიტორია 114
საკონტაქტო პირები: ქეთევან ქუმარიტოვი, ტელ.: 599649294, შორენა ჩიმჩიური, ტელ.: 599951607
კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისათვის საკმარისია კონკურსანტის სახელი და გვარი მოკლე ტექსტური შეტყობინებით 13 ივნისის 18 საათამდე გაიგზავნოს ნომერზე: 599951607
ტესტირების დროს კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ცნობა შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, იმის შესახებ, რომ კონკურსანტი დევნილია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად;
- სკოლის მიერ გაცემული ცნობა საბუნებისმეტყველო საგნებსა და გეოგრაფიაში 2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შეფასების შესახებ.