2018 წლის 10 ივნისს ქ. გორში დევნილთა დასახლებაში, ვერხვებში ჩატარდა ოთხთა ტურნირი ფეხბურთში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასზე, სადაც მონაწილეობდნენ კოდაში, წეროვანში, ერგნეთში და გორში მცხოვრები 2006-2007 წ დაბადებული ბავშვები.
ტურნირის ჩემპიონი გახდა ერგნეთის გუნდი, რომელმაც ფინალში გორის გუნდი 3-0 დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა წეროვნის გუნდმა, რომელმაც კოდის გუნდი „ლიახვი“ ანგარიშით 4-3 დაამარცხა.
გამარჯვებული დაჯილდოვდა თასით. მედლებით და დიპლომებით, ხოლო პრიზიორები – მედლებით და დიპლომებით.