სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა დევნილი ბავშვები ანაკლიის ბანაკში გააცილა

სახრეთ ოსეთის ადმინისტრაციის სელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ გივი ჯაფარიძემ და ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსმა სოსო ცოტნიაშვილმა დევნილი ოჯახებიდან მოზარდები ანაკლიის ბანაკში გააცილეს.

საქართველოს პემიერ-მინისტრის განკარგულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინიატროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით 240 მოზარდიდან (14-დან 18 წლის ჩათვლით) 50 დევნილი პირი იქნა შერჩეული. უპირატესობა მიენიჭა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი დევნილი ოჯახების წევრებს და ობოლ ბავშვებს, რომლებიც ორ ნაკადად გადანაწილდნენ.

20 ახალგაზრდა ანაკლიის ბანაკის აქტივობებში ჩაერთვება 24 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით.

ხოლო მოზარდების მეორე ნაკადი – 30 პირი – ანაკლიაში გაემგზავრება 31 ივლისს და 6 აგვისტომდე დარჩება.

პროექტის ორგანიზატორია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“. ღონისძიების პარტნიორი – სამხრეთ ოსეთის ადმისტრაცია.   

შეგახსენებთ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ეგიდით ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი საზეიმოდ 4 ივლისს გაიხსნა . ბანაკი წელს 2400 ახალგაზრდას 10 ნაკადად მიიღებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია