სპორტული ოლიმპიადა, ინტერაქტიური შეხვედრები და სხვა აქტივობები – ანაკლიის ბანაკი დევნილ ბავშვებს მასპინძლობს

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი აგრძელებს მონაწილეების მიღებას. 23 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით ბანაკს ორ ნაკადად ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები სტუმრობენ.

სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტომ“ მათ საინტერესო ინტერაქტიული პროგრამა მოუმზადა, რომლის ფარგლებში დანარჩენ მონაწილეებთან ერთად, დევნილი მოზარდები ჩაერთვებიან სპორტულ ოლიმპიადაში და შეეჯიბრებიან ერთმანეთს სპორტის 5 სახეობაში: კალათბურთში, ფეხბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთი და ჭადრაკში.

რაც შეეხება, საგანმანათლებლო იტერაქტიურ შეხვედრებს, მათი თემატიკა მრავალფეროვანია:

  • რიტორიკა და კომუნიკაცია;
  • ავირჩიოთ პროფესია;
  • მოხალისეობა და აქტიური მოქალაქეობა
  • ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და თვითგადარჩენა;
  • ახალგაზრდული შესაძლებლობები

არაფორმალურ გარემოში ბავშვები შეხვდებიან ცნობილ სპორტსმენებსა და ხელოვანებს, რომლებიც მათ თავის გამოცდილებაზე უამბობენ.

გარდა ამისა, ბავშვები ჩაერთვებიან შემოქმედებით ღონისძიებებში, რომლებიც მათი მონაწილეობით მომზადდება. თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამომჟღავნებას კი ბავშვები შეძლებენ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში, როგორიცაა „გემობანა“, „რა? სად? როდის?“ და სხვა.

ორგანიზატორი – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოა“.

ღონისძიების პარტნიორი – სამხრეთ ოსეთის ადმისტრაცია.  

ბანაკში მონაწილეობენ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათი შერჩევა მოხდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებით. წელს, ბანაკები მასპინძლობენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს და სხვებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია