სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

დაღუპულ გმირთა მემორიალთან ბესტაევი ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე მომწამვლელი გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია