სადღესასწაულო ნობათი მარტოხელა დევნილ პენსიონერებს გადაეცა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქ. ცხინვალიდან დავნილ მარტოხელა პენსიონერებს საკვები პროდუქტები გადასცა. ნობათი დაურიგდა ქ. თბილისსა და გორში მცხოვრებ 56 იძულებით გადაადგილებულ პირს. თითოეულმა პენსიონმერმა სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტი მიიღო.

ადმინისტრაციის იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი კაპანაძემ განაცხადა:

„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, კომპეტენციის ფარგლებში, ყოველთვის ცდილობს დაეხმაროს ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსახლეობას. ამჟამად, გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად, გადავწყვიტეთ დავურიგოთ საკვები პროდუქტების კალათა მარტოხელა პენსიონერებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქ. ცხინვალი. ვიმედოვნებთ, რომ ადმინისტრაცია გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების გატარებას“.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია