სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ფუნქციების შემსრულებელმა ნინო ოვაშვილმა და განათლების სამსახურის უფროსმა სოსო ცოტნიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში 24-25 აპრილს გამართულ კონფერენციაში.
ერთი დღე დევნილთა მდგომარეობას და საჭიროებებს დაეთმო. კონფერენციას დაესწრნენ, როგორც სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავად დევნილები.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბ-მა ვლადიმერ ქებაძემ წარადგინა 2022 წლის სააგენტოს ანგარიში და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რასაც მოჰყვა ცოცხალი დისკუსია. ასევე წარდგენილი იყო ასოციაცია „თანხმობას“ მიერ ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები.
ღონისძიების ორგანიზატორი – არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ასოციაცია “თანხმობა”.