ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოზარდები კოჯორში „ჯარის ბანაკში“ გაემგზავრნენ

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობით პროექტის „ჯარის ბანაკი“ ფარგლებში 50 დევნილი მოზარდი კოჯორში გაემგზავრა.

პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას.

ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებში, გაიღრმავონ ცოდნა თავდაცვისუნარიანობის, ისტორიის, ლიდერობის საკითხებში და დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ თანატოლებთან.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია