ფეხბურთში ოთხთა ტურნირის ფინალურ შეხვედრაში აჩაბეთის „ლიახვმა“ სოხუმის „დინამო“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
ტურნირი ქ. თბილისში ჩატარდა. 4 მაისს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აჩაბეთის „ლიახვი“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (3:2) და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და სოხუმის „დინამო“ (4:5 პენალტებით).
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აჩაბეთის „ლიახვის“ ფეხბურთელი გოგა ქვარცხავა დასახელდა.
გამარჯვებულ გუნდს კი თასი, მედლები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
ფეხბურთში ოთხთა ტურნირის ორგანიზატორი – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაცია ,,გზა შინისაკენ”.