სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი გადაეცა წეროვნის გუნდს

29 მაისს  სოფელ  ნატახტარში ჩატარდა ოთხთა ტურნირი ფეხბურთში სამხრეთ ოსეთის  ადმინისტრაციის თასზე.  

მესამე ადგილისთვის ერთმანეთს შეხვდნენ კოდისა და ქარელის რ-ის  ახალსოფლის გუნდები.  ანგარიშით 6:1 გაიმარჯვეს კოდის ფეხბურთელებმა და დაიკავეს მესამე ადგილი.

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ წეროვნისა და ნატახტარის გუნდები.  ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა წეროვნის გუნდმა და დაეუფლა თასს.

ჩემპიონი გუნდი დააჯილდოვა ადმინისტრაციის  კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა  ომარ ხუბაევმა. 

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია