„ბოლნისის მუზეუმის – მრავალფეროვნებისა და ინტეგრაციის“ პროექტის ფარგლებში, 28 მაისს კოდაში დევნილთა კომპაქტური დასახლების ბავშვები გაემგზავრებიან ბოლნისის მუზეუმში, სადაც დაათვალიერებენ დმანისში აღმოჩენილ ნივთების კოლექციას, უძველეს საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომლებიც ნაპოვნია ნეოლითის ხანის დასახლებებში – არუხლო და საყდრისში, ასევე სხვა საინტერესო ექსპონატებს.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
21 მაისს ბოლნისის მუზეუმმა შაუმიანის დევნილთა კომპაქტური დასახლების ბავშვებს უმასპინძლა. მუზეუმის თანამშრომლებმა მათ ბოლნისის მუზეუმის ისტორიასა და ექსპონატებზე უამბეს. ასევე, ბავშვებს თიხაზე მუშაობა შესთავაზეს, მათ კი სიამოვნებით გამოძერწეს სხვადასხვა ფიგურები.
ექსკურსიის ბოლოს კი მუზეუმისგან სახსოვრად მაისურები და კეპები გადაეცათ.