სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსება

0
4226

2021 წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აგვისტოს #435 დადგენილებით,

            იმ პირებმა, რომლებიც თავიანთ ოჯახებთან ერთად, 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე,  სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მისაღებად უნდა გადადგან შემდეგი ნაბიჯები:

  1. ერედვის, თიღვის, ახალგორის ან ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აიღონ ცნობა იმის შესახებ, რომ თავიანთ  ოჯახებთან ერთად, 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
  2. მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აღებული ცნობა განცხადებასთან (მისაღებია ხელნაწერი სახით) და პირადობის მოწმობასთან ერთად გაგზავნონ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში ელექტრონულ ფოსტაზე infosoa2021@gmail.com.   განცხადების ფორმის სანახავად გადადით ბმულზე.   .სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია 5 სამუშაო დღეში მოამზადებს ცნობას იმის შესახებ, რომ განმცხადებელი 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და  გაგზავნის იმავე ელექტრონულ ფოსტაზე, საიდანაც მოთხოვნა შემოვიდა.
  3. 2021 წლის 10 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის18 საათამდე შეავსონ განაცხადი განათლების საინფორმაციო სისტემის პორტალზე, რომლის ელექტრონული მისამართია http://socreg.mes.gov.ge/login/ და აქვე ატვირთონ  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული ცნობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here