სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი მინი ფეხბურთში

0
438

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის  თასი  მინი ფეხბურთში გაიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის, ს.წილკანში, სადაც მონაწილეობდნენ:ახალგორის, წილკანის, ფრონეს და აჩაბეთის “ლიახვის” გუნდები. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ  ახალგორისა  და  აჩაბეთის “ლიახვის”  გუნდები, სადაც აჩაბეთის “ლიახვმა”  გაიმარჯვა ანგარიშით 8-1  და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მესამე ადგილისთვის წილკანის და  ფრონეს  გუნდები შეხვდენენ  ერთმანეთს. ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ 3-3, დაინიშნა შვიდმეტრიანი დარტყმები გამაჯვებულის გამოსავლენად. ფრონეს გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 2-0.

ტურნირის  ჩემპიონი დაჯილდოვდა  თასით, მედლებით და დიპლომებით, ხოლო მეორე და მესამე ადგილის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით და დიპლომებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here