სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი მინი ფეხბურთში გაიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის, ს.წილკანში, სადაც მონაწილეობდნენ:ახალგორის, წილკანის, ფრონეს და აჩაბეთის “ლიახვის” გუნდები. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ახალგორისა და აჩაბეთის “ლიახვის” გუნდები, სადაც აჩაბეთის “ლიახვმა” გაიმარჯვა ანგარიშით 8-1 და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მესამე ადგილისთვის წილკანის და ფრონეს გუნდები შეხვდენენ ერთმანეთს. ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ 3-3, დაინიშნა შვიდმეტრიანი დარტყმები გამაჯვებულის გამოსავლენად. ფრონეს გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 2-0.
ტურნირის ჩემპიონი დაჯილდოვდა თასით, მედლებით და დიპლომებით, ხოლო მეორე და მესამე ადგილის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით და დიპლომებით.