თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მიმდინარეობს

კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 159-ე წლისთავს აღნიშნავენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია იმართება სახელწოდებით „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“.

ღონისძიებებში მონაწილეობას ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიიდან ჩამოსული მეცნიერები იღებენ, მათ შორის ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდან.

„მინდა, აღვნიშნო ეს ერთიანობა, რომელიც კავკასიელებს გვახასიათებს. უნივერსიტეტისთვის ჰეგემონი როლი ჰქონდა მთელ კავკასიაში. აქ იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლები, როგორც ასპირანტები, მეცნიერები, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები. იმაღლებდნენ თავიანთ კვალიფიკაციას სწორედ ამ უნივერსიტეტში”, – განაცხადა თსუ-ს ქართულ-ოსური ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევის დირექტორმა, ნაირა ბეპიევმა.

პოეტი და პუბლიცისტი კოსტა ხეთაგუროვი ოსური ლიტერატურული ენის დამფუძნებლად მიიჩნევა.

1899 წელს მან გამოუშვა პოეტური კრებული „ოსური ლირა”, რომელშიც, მათ შორის, პირველად გამოქვეყნდა ლექსები ბავშვებისთვის ოსურ ენაზე.

კოსტაობა 2018“-ის ორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია