166 ოჯახს გორიდან, რომლებმაც იძულებით დატოვეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გადასცეს კვების პროდუქტების პაკეტები. ყველა ოჯახს გადაეცა 25 კგ ფქვილი, 15 კგ კარტოფილი და ხუთ-ხუთი კილოგრამი შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და მაკარონი.
ასევე თბილისის მასშტაბით ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაურიგეს კვების პროდუქტები 20 მარტოხელა პირს, რომლებმაც იძულებით დატოვეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი.
აქცია ორგანიზებული იყო შიდა ქართლის გუბერნიასთან ერთად.