სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ მარტოხელა დევნილ პენსიონერებს გაუწია სასურსათო ფორმით დახმარება.
კერძოდ, 22 (ოცდაორი) მარტოხელა პირს ერთ სულზე გადაეცა შემდეგი დასახელების კვების პროდუქტები:
- ფქვილი -1(ერთი) ტომარა (25 კგ);
- შაქარი – 5 (ხუთი) კგ;
- წიწიბურა – 5 (ხუთი) კგ;
- ზეთი – 5 (ხუთი) ლიტრი;
- ბრინჯი – 5 (ხუთი) კგ;