საქაშეთში დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა

გორის რაიონის სოფელ საქაშეთში ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 94 ოჯახია ჩასახლებული. მათ ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ – ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Friedensbote-სგან 25 ფუთა ტანსაცმელი.

პროცესს დაესწრნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.

თამაზ ბესტაევმა გაწეული დახმარებისათვის აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, Friedensbote რეგულარულად აწვდის ჰუმანიტარულ დახმარებას საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს, ეროვნებისა და აღმსარებლობის განურჩევლად. დახმარება წელიწადში ხუთჯერ იგზავნება – ძირითადად, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანების დონორი Friedensbote-ს ქრისტიანული მისია „მშვიდობის მაცნეა“.   

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია