აკადემიურმა ანსამბლმა „ნართები“ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში კონცერტები გამართა

ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა “ნართები” კონცერტები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ზერტსა და ზემო ნიქოზში გამართა.

შესრულდა 11 ცეკვა – ოსური ქორეოგრაფიის მარგალიტი, ცეკვა “სიმდი”, ოსური “ნარნარი”, ცეკვა “ქართული” და სხვა.

ქართული და ოსური ხალხური სიმღერები შეასრულეს ანსამბლ „ნართების“ ვოკალისტებმა — “მრავალჟამიერი”, ოსური სიმღერა “დოდოი” და სხვა.

აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგიტა თათულაშვილმა ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიის მახლობლად მცხოვრები სოფლების ზერტისა და ზემო ნიქოზის მცხოვრებლების შთაბეჭდილებებზე.

„ჩვენ მეორედ ვატარებთ კონცერტებს საოკუპაციო ხაზთან: 2022 წლის დეკემბერში, სოფელ კორტსა და დიცში ვიყავით, ამჯერად ზერტსა და ნიქოზში ჩავედით კონცერტებით.

გვსურს, ეს ტრადიციად იქცეს, რადგან ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ადვილი არ არის ოკუპაციის გვერდით ცხოვრება. მათ ბევრი რამ დააკლდათ. ჩვენი კონცერტი მათთვის ნამდვილი დღესასწაული იყო – მე პირადად ვნახე ეს რეაქცია: აღტაცება და სიხარულის ცრემლები.

ზერტის სკოლაში კონცერტის შემდეგ ბავშვებმა მოინდომეს ცეკვის შესწავლა – მათ სურთ ცეკვა.

ვუსურვებ ჩვენს საქართველოს მალე გაერთიანებას, რათა წარსულში დავტოვოთ ოკუპაცია და ერთად ვიაროთ ევროპული მომავლის გზაზე”, – განაცხადა თათულაშვილმა.

კონცერტის ორგანიზატორია საქართველოს კულტურის სამინისტრო. ანსამბლი „ნართები“ 2007 წელს დაარსდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელშეწყობით.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია