საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

0
96

2022 წლის 12 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან.

შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია. 

შეხვედრაზე დაისვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხი, რათა მიღწეულ იქნას პროგრესი დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე,  როგორიცაა  რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად, გამართვის აუცილებლობას.

განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რუსეთის პროვოკაციული და უკანონო ქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოების,  ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას.

აგრეთვე, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების და დეოკუპაციის მიმართულებით გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯები და ამ მხრივ ხაზი გაესვა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობისა და ეფექტიანი ძალისხმევის საჭიროებას.

წყარო: https://mfa.gov.ge/News/%E2%80%8Bsagareo-saqmeta-saministroshi-jenevis-saertashori.aspx?CatID=5&fbclid=IwAR03cnx3yJPgTrS6rYAPJFMCc95JCBU_Au7qwCUoRYJTllGENx6ZjHH37vA

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here