საზაფხულო ბანაკი დევნილი ბავშვებისთვის

0
751

        მიმდინარე წლის 28 ივლისს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და  ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტრის ხელშეწყობით,თრუსოს ხეობაში, მონასტერთან არსებულ საგანმანათლებლო, შემეცნებით, მართლმადიდებლურ, დასასვენებელ ბანაკში „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“,  ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ოკუპირებული ტერიტორიიდან 25 დევნილი მოსწავლე გაემგზავრება.

       მოსწავლეები ათი დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის შემეცნებით, სპორტულ, სახალისო და საინტერესო აქტივობებში.

        აქტივობების ორგანიზებასა და ყველა სხვა საკითხში ახალგაზრდებს დაეხმარებათ კვალიფიცირებული პედაგოგები, ჯგუფის ხელმძღვანელები, ორგანიზატორები, ექიმი და ტრაპეზარები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here