ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

0
86

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას ალიანსის წევრობის გზაზე და ყურადღება გამახვილდა იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა წარმატებით ახორციელებს. აღინიშნა ნატო-ს მნიშვნელოვანი როლი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ასევე, ყურადღება დაეთმო მადრიდის მომავალ სამიტს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. ხავიერ კოლომინამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

ყურადღება დაეთმო უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანეს როლსა და ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

შეხვედრაზე აგრეთვე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და აღინიშნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის როლი ამ მიმართულებით.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ნატო-ს საერთაშორისო ოფისის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების დივიზიიდან სტეფენ ელგერშმა, საქართველოში ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.

წყარო: https://www.facebook.com/photo?fbid=360081776152842&set=a.292724532888567

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here