ეუთო-ს უმაღლესი კომისარი საოკუპაციო ხაზს ეწვევა

0
280

2022 წლის 11 აპრილს, საქართველოს ვიზიტით ეწვია ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი, კაირატ აბდრახმანოვი. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი კომისრის რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში, რომელიც 16 აპრილამდე გაგრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში, 12 აპრილს უმაღლესმა კომისარმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, ლაშა დარსალიასთან.

მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ლაშა დარსალიამ უმაღლეს კომისარს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ და ყურადღება გაამახვილა ამ რეგიონებში ქართველების მიმართ გახშირებულ ეთნიკურ დისკრიმინაციაზე. ასევე მან აღნიშნა, რომ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.


აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, 13 აპრილს  ეუთო-ს უმაღლესი კომისარი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ, ვითარებას.

წყარო: https://mfa.gov.ge/News/lasha-darsalia-erovnul-umciresobata-sakitkhebshi-e.aspx?CatID=5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here