დევნილი სტუდენტების დაფინანსება

2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში
მიიღება განცხადებები იმ სტუდენტთა დაფინანსების შესახებ, რომლებიც
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული არიან ერთიანი
ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, არ აქვთ მინიჭებული სრული
სახელმწიფო სასწავლო გრანტი (მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში),
არ სწავლობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე და არ მიუღიათ დაფინანსება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისგან.
დაფინანსების პირობები განსაზღვრულია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის ბრძანებით.
ერთჯერადი დაფინანსების მიღება შეუძლიათ ასევე ბაკალავრიატის
საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების
შედეგების საფუძველზე, მიღებული აქვთ დაფინანსება სამხრეთ ოსეთის
ადმინისტრაციისგან 2021 წელს და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
პირველი სასწავლო წლის სასწავლო კურსების 80%-ში მაინც მიღებული აქვთ
უმაღლესი შეფასება -A.
დაინტერსებულმა პირებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში უნდა
წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 განცხადება (განცხადების ფორმის ჩამოტვირთვა);
 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
 დევნილის მოწმობა;
 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული
სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა;
 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული
სასწავლო ბარათი (იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც მიღებული
აქვთ დაფინანსება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისგან.)
 პირადი საბანკო ანგარიში.
განცხადებები, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, მიიღება სამუშაო
დღეებში, 10-დან 15 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:
ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი N1. ტელ.: 595958121
ქ. გორი, სტალინის ქ. 16. საკრებულოს შენობა ტელ.: 599951607.
განცხადებების გაგზავნა, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად შესაძლებელია
აგრეთვე ელ. ფოსტაზე: ganatleba.soa@gmail.com

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია