ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურის ანგარიში საქართველოს პარლამენტს: მდგომარეობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

0
640

მინდა დავიწყო ძირითადი გამოწვევით, რომელიც მთელი მსოფლიოს წინაშე დგას, ისევე როგორც მთელი საქართველო – წარმოგიდგენთ მონაცემებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით.

ცხინვალის ცნობით, ამა წლის 30 ივნისისთვის ცხინვალის რეგიონში პანდემიის სურათი ასე გამოიყურება:

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონში ჩატარდა 23 695 ტესტი.

დღეის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დაინფიცირდა 3415 ადამიანი.

ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 56 ადამიანი იმყოფება.

გამოჯანმრთელდა – 3 359 ადამიანი

ცხინვალის რეგიონში სიკვდილიანობა დაფიქსირებულია 2020 წლის ოქტომბრიდან:  გარდაცვლილთა რაოდენობა დაახლოებით 100 ადამიანია. მიზეზი არის ასაკი და ვირუსის ფონზე განვითარებული პათოლოგიები.

კოვიდის ხელახალი ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მიმდინარე წლის 7 ივნისს. ამის შესახებ მეტი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რაც შეეხება COVID-19 გადატანილ პაციენტთა პროცენტს, უნდა აღინიშნოს, რომ სიების მიხედვით, 54 000 ადამიანი ცხოვრობს ოკუპირებულ რეგიონში, აქედან 33 000 ადამიანი მუდმივად ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე – დანარჩენი მუშაობს ან სწავლობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

ბოლო მონაცემებით, მუდმივი მაცხოვრებლების 10% კოვიდგადატანილია. ბევრი სახლში მკურნალობდა სტაციონარის მიმართვის გარეშე. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა ამგვარად იმკურნალა. ალბათ, უფრო მეტიც. ამას მოწმობს შემდეგი სტატისტიკა: 587 ადამიანიდან, რომლებიც ვაქცინაციაზე მივიდნენ და ტესტი გაიკეთეს, 74% -ს ანტისხეულები აღმოაჩნდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო მუშაკებისა და ექიმების 80% -მა გადაიტანა კორონავირუსი.

ზოგადად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ვითარება სტაბილურია, თუმცა აღინიშნება კოვიდ-პაციენტების რაოდენობის მცირე  ზრდა. „სპიტნიკ V“-ით ვაქცინაცია 5 მაისს დაიწყო. ამ დროისთვის აცრილია 270 ადამიანი. ცხინვალი უკმაყოფილოა, რადგან 2000 დოზაა შეტანილი.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები,ასევე რუსული ვაქცინის”კოვივაკის” იმპორტზე.

მესამე ტალღა ოკუპირებულ რეგიონში მოსალოდნელია სექტემბერში (ცხინვალის ე.წ. “პარლამენტის” ვიცე-სპიკერის ალექსანდრე პლიევის, ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარის აზრით).

COVID-19– ის ტესტები ტარდება ცხინვალის საავადმყოფოში, კერძოდ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში. მიმდინარე წლის 1 – დან 14 ივნისის ჩათვლით 210 ადამიანმა მიმართა ამ ცენტრს  კორონავირუსის სიმპტომებით. კოვიდი დაუდასტურდა 17 ადამიანს. ზოგადად, 7 ივნისიდან მრავალპროფილურ ცენტრს დღეში 20-30 ადამიანი მიმართავს. გასული წლის ნოემბრიდან ამ ცენტრში ამოქმედდა ცხელი ხაზი პანდემიასთან დაკავშირებით.

                         COVID-19: ზნაური, ჯავის და ახალგორის რაიონები

ჯავის რაიონში არ არსებობს საავადმყოფო, რომელიც კოვიდ -19-ით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობს. ეს მდგომარეობა პანდემიის დასაწყისიდან შეინიშნება. კერძოდ, არ არსებობს ჟანგბადის მიწოდების პირობები. ინფიცირებულებს ცხინვალში აგზავნიან.

ანალოგიური ვითარებაა სოფელ ზნაურში, საიდანაც პაციენტებს ცხინვალის საავადმყოფოში აგზავნიან. ცხინვალის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, ჯავის რეგიონში COVID-19 გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ორჯერ  განახევრდა-  28% დან 11%-მდე, ცხინვალის რეგიონში – 18-დან 5% -მდე, ხოლო, ქარელიის რაიონში,  პირიქით – 16-დან 45% -მდე გაიზარდა.

ქარელისა და ახალგორის რაიონების საავადმყოფოებში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მაგრამ არ არსებობს.  თანამედროვე ტექნიკა და ინვენტარი. ახალგორში აუცილებელია საავადმყოფოს მეორე კორპუსის აშენება, სადაც უნდა განთავსდეს საოპერაციო, ლაბორატორია და რეანიმაციული განყოფილება.

ახალგორის საავადმყოფოს პირობები პანდემიის დაწყებიდან სავალალო მდგომარეობაში იყო. მაგალითად, სველ წერტილამდე მისასვლელად Covid-19– ით ინფიცირებულ პაციენტებს დერეფნის გავლა უწევდათ, რაც სამედიცინო პერსონალს ვირუსის გავრცელების საშიშროებას უქმნიდა. 2020 წლის აპრილის ბოლოდან ახალგორის საავადმყოფოში შეწყდა პაციენტების გეგმიური ჰოსპიტალიზაცია. 2020 წლის 27 თებერვლიდან რეჟიმმა შეწყვიტა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების გამოშვება თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს გაკეთდა რეჟიმის მიერ იმისთვის, რომ კორონავირუსმა არ შეაღწიოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს ეკრძალებოდათ სამკურნალოდ თბილისში ჩამოსვლა. ცხინვალის გადაწყვეტილებით საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაკეტილი იყო. ექიმებმა, რომლებიც წეროვანში ცხოვრობენ, მაგრამ მუშაობდნენ ახალგორის საავადმყოფოში (თერაპევტი და ორი გინეკოლოგი), დატოვეს თანამდებობები,რომ არ დარჩენილიყვნენ ოჯახების გარეშე,რადგან სამუშაოდ წასასვლელად არ ჰქონდეთ ოკუპაციის ხაზის გადაკვეთის უფლება. შედეგად, ქალებს თავად მოუწიათ პრობლემების გადაჭრა: მაგალითად, სოფელ ქურთაში ერთმა თანამოქალაქემ მეორე შვილი სახლში გააჩინა. ფაქტობრივად, ახალგორის საავადმყოფო დატოვეს კვალიფიციურმა ექიმებმა, რომლებიც მუდმივად გადიოდნენ ტრენინგებს თბილისის მიერ კონტროლირებად საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო ცენტრებში. შედეგად, ახალგორის საავადმყოფო ასევე,დარჩა რეანიმატოლოგის, ინფექციონისტის და პულმონოლოგის გარეშე. ჟანგბადის ბალონები საკმარისი იყო მხოლოდ ბალიშის შევსებისთვის და პაციენტის ცხინვალში გაგზავნისთვის. ამავე დროს, რომ არა ცხინვალის რეჟიმის ეს გადაწყვეტილება, ახალგორის საავადმყოფოში შეიძლება 30 პაციენტის განთავსება და 5 საწოლის გამოყენება საკარანტინო რეჟიმისთვის ცალკე შესასვლელებით.

თუ გადაადგილების აკრძალვამდე, ახალგორში 1500 (1400) მკვიდრი ცხოვრობდა, ცხინვალის ზომების შემდეგ 700-მდე ადამიანი დარჩა იქ.

უნდა აღინიშნოს, რომ ცხინვალის რეგიონში არ დაფიქსირდა”ინდური შტამი”. ამასთან, ცხინვალი ელოდება, რომ ახალი ტიპის ვირუსი რუსეთიდან შეაღწევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.ამ ეტაპზე  რეჟიმი არ გეგმავს რუსეთთან “საზღვრის” დაკეტვას.

                 ოკუპირებული რეგიონის ჯანდაცვის ძირითადი პრობლემები

მატერიალურ-ტექნიკური სამედიცინო ბაზის შეუსაბამობა, სამედიცინო მომსახურების დაბალი ხარისხი და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის სიმცირე  არის ცხინვალის რეგიონის ჯანდაცვის მთავარი პრობლემები. ეს განსაკუთრებით აშკარად ჩანს სოფლებში: შენობები, სადაც საავადმყოფოებია განთავსებული, სამედიცინო მიზნებისთვის არ არის გათვალისწინებული.

ცხინვალში 2018 წლიდან ფუნქციონირებს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელშიც შედის: ბავშვთა და ე.წ. “რესპუბლიკური” საავადმყოფოები, სამშობიარო სახლი, ცხინვალის ქალაქის პოლიკლინიკა, ცხინვალის რაიონის პოლიკლინიკა, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ამბულატორია, სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ფიზიკური დისპანსერი(ამბულატორია), კანისა და ვენერიული დაავადებების დისპანსერი და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო. 2018 წელს ცენტრის ერთ-ერთი პრობლემა ცხელი წყლის მიწოდება იყო.

ცხინვალში  ჯანდაცვის საკითხებში რუსი მრჩეველის, იური ბულატოვის თქმით, რეგიონში 51  საექთნო(ფელდშერულ)-სამეანო პუნქტია, რომელიც არ არის აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო აპარატურით, არის კომუნალური პრობლემები და არ ჰყავთ დამხმარეები(ფელდშერები) – მათ ნაცვლად მუშაობენ ექთნები, რომელთა კვალიფიკაცია დაბალია და საჭიროებს გაუმჯობესებას. თუმცა, აღნიშნული პუნქტები პირველადი სამედიცინო დახმარებას უწევენ ადამიანებს. მისივე თქმით, წელს დაგეგმილია ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სპეციალისტების, ანესთეზიოლოგ-რევმატოლოგების, ქირურგების, კარდიოლოგების და სხვა სპეციალიზირებული ექიმების ვიზიტი რუსეთიდან ოკუპირებულ რეგიონში.

რუსი მრჩეველის თქმით, პრობლემა ასევე არის ჯანდაცვის სფეროს ელექტრონული დოკუმენტების მართვის არარსებობა, ასევე პრობლემებია ტუბერკულოზთან ბრძოლის ღონისძიებებში, პაციენტების ნაკადის პროგნოზირება, მათი მკურნალობის ხანგრძლივობა და პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ბულატოვი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების დანერგვა.

              სამედიცინო ინფრასტრუქტურა –  2015 წლის სტატისტიკა

დღეს ცხინვალის რეგიონში 84 სამედიცინო დაწესებულებაა: აქედან საავადმყოფო – 9, პოლიკლინიკა – 5, სამედიცინო ამბულატორია – 10, ერთი სამშობიარო გინეკოლოგიური განყოფილებითა და ქალთა კონსულტაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური- 2, ამბულატორია – 5,  პროფილაქტიკური მედიცინის ცენტრი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო, სარეაბილიტაციო ცენტრი “ნადეჟდა”, მოხუცთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი “ზაბოტა” და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 51 საექთნო(ფელდშერულ)-სამეანო პუნქტი.

მთლიანობაში, სტაციონარები 1040 საწოლზეა გათვლილი. ფაქტობრივად კი, 670 საწოლია განლაგებული. საერთო ჯამში, ყველა დაწესებულებაში არის 275 ექიმი, 751 საშუალო სამედიცინო მუშაკი, უმცროსი სამდიცინო პერსონალი- 403 და 326 პერსონალი. ექიმების საშუალო ხელფასი 12 400 რუბლია; მედდების პერსონალი – 9864 რუბლი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი – 8579 რუბლი.

ამასთან, ამ სამკურნალო დაწესებულებების სამედიცინო ავეჯით აღჭურვა (საწოლები, მაგიდები, სკამები, კარადები, ტუმბოები და ა.შ.)  კვლავ გადაუდებელი პრობლემაა. ინვენტარისა და აუცილებელი ტექნიკური და ლაბორატორიული საშუალებების არარსებობა შესაბამის გავლენას ახდენს ამ დაწესებულებების მუშაობაზე, რაც აშკარად გამოჩნდა როტა-ვირუსული ინფექციის აფეთქების დროს.

                                           სამშობიარო სახლი

ძველი შენობის ნაცვლად, ახლა ოკუპირებულ რეგიონში აშენებულია ახალი სამშობიარო სახლი. ის 2019 წლიდან ფუნქციონირებს.  სამშობიაროში  30 საწოლია: 20 -გინეკოლოგიური განყოფილებისთვის, 10- ფიზიოლოგიური განყოფილებისთვის.

2020 წლის მონაცემებით, ცხინვალის სამშობიარო სახლში 418 ბავშვი დაიბადა.

                                                აღჭურვილობა

ოკუპირებულ რეგიონში მწვავედ დგას თანამედროვე აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის  პრობლემა. ძველი ტექნიკა მწყობრიდან გამოდის. მაგალითად, ცოტა ხნის წინ შეძენილი მობილური ფლუოროგრაფიული აპარატი, რომელიც ადრეულ ეტაპზე ტუბერკულოზისა და ონკოპათოლოგიის აღმოჩენას ეხმარება ხშირად გამოდის მწობრიდან.

                                     სიქიატრიული საავადმყოფო

აგვისტოს ომის დროს განადგურებული ფსიქიატრიული საავადმყოფო აღარ აშენდა  ოკუპირებულ რეგიონში. გეგმა არსებობს, ექიმების პერსონალი შენარჩუნებულია, მაგრამ განსაკუთრებით სერიოზული პაციენტები  სამკურნალოდ რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიაში გაჰყავთ.  2015 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულია 1 963 პაციენტი, რომელთაგან 56 სოციალურად საშიშია. მაგრამ პაციენტების ვლადიკავკაზში  ტრანსპორტირება რთულ ამოცანას წარმოადგენს. ამიტომ მწვავედ დგას ფსიქიატრიული საავადმყოფოს 50 საწოლზე აშენების საკითხი, სადაც იგეგმება ნარკოლოგიური განყოფილების განთავსებაც 10 საწოლზე.

2021 წელს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრმა დაიწყო მუშაობა.

                                  მედიკამენტები უზრუნველყოფა

წამლების ხარისხი და ღირებულება წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის ორ მთავარ პრეტენზიას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის მაისისთვის, არ არსებობს მედიკამენტების შეძენის ონლაინ პლატფორმა აფთიაქების ერთიანი ბაზა, რეგიონში, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის მომსახურებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. ამისათვის დაგეგმილია რუსეთიდან სპეციალისტების ჩამოყვანა რესურსების შესაფასებლად..

ოკუპირებულ რეგიონში ასევე არსებობს სარეანიმაციო მანქანების დეფიციტის პრობლემა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სინანულით შეიძლება აღინიშნოს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჯანდაცვა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მაღალკვალიფიციური პერსონალის, თანამედროვე აღჭურვილობის, ახალი დიაგნოსტიკური მეთოდებისა და თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურის, ინოვაციური აღჭურვილობის გამოყენების შესაძლებლობის გარეშე შეუძლებელია მთავარი პრობლემის მოგვარება – საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here