დაბა შაუმიანის იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური დასახლების ბავშვებს საჩუქრები გადასცეს

საჩუქრები ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბა შაუმიანის კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს გადასცეს. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 30-მდე სკოლის მოსწავლე მიიწვიეს, სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა ბავშვებს საჩუქრად საკანცელარიო ნივთები, ტკბილეული და ტანსაცმელი გადასცეს.

ღონისძიება ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ინიციატივით განხორციელდა.  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, სააგენტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან ერთად სიამოვნებით ასრულებს შუამავლის როლს საქველმოქმედო აქციაში.

თავის მხრივ, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენელმა გია კანდელაკმა ხაზი გაუსვა ასეთი აქციების ჩატარების მნიშვნელობას, რადგან ეს ბავშვებს გულწრფელ სიხარულს ანიჭებს.  მან აღნიშნა, რომ საჩუქრები გერმანიის ქრისტიანებმა გაიღეს, რომელთანაც ორგანიზაცია თანამშრომლობს 15 წლის განმავლობაში.  საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი უკვე მეცამეტე წელია ატარებს საქველმოქმედო აქციებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია