დევნილ სტუდენთა დაფინანსება

0
1458

2021 წლის 20 იანვრიდან 26 თებერვლის ჩათვლით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში მიიღება განცხადებები იმ სტუდენტთა დაფინანსების შესახებ, რომლებიც ჩარიცხული არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, არ აქვთ მინიჭებული სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი (მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში) და არ სწავლობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, არ მიუღიათ დაფინანსება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისაგან.

დაინტერსებულმა პირებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
  • დევნილის  მოწმობის ასლი;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ პირი ჩარიცხულია 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,  სტუდენტს არ აქვს მინიჭებული სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი (მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში) და არ სწავლობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
  • პირადი საბანკო ანგარიში.

          განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად   მიიღება ელ. ფოსტაზე: ganatleba.soa@gmail.com

ან შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი N1.

    ტელ.: 595958052

ქ.გორი, სტალინის ქ. 16. საკრებულოს შენობა,

    ტელ.: 599951607

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here