ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისათვის დაიწყო რეგისტრაცია სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხად

0
135

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის №101/ნ ბრძანების შესაბამისად დაიწყო ოკუპირებულ  რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საერთო სამაგისტრო  გამოცდების გავლის გარეშე ჩასარიცხად განაცხადების მიღება.

ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად:

·        საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს.

·        საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების საფუძველია პირის განცხადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების თაობაზე, რომელიც ელექტრონული ფორმით წარედგინება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას მიმდინარე წლის 25 სექტემბრამდე.

·        განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

o   პირის სახელი, გვარი;

o   პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი;

o   დაბადების თარიღი;

o   საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი) მისამართი;

o   მინიჭებული აკადემიური ხარისხის შესახებ ინფორმაციას;

o   უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის დასახელებას (რომელშიც სურს პირს ჩარიცხვა);

o   თანხმობას მის შესახებ მონაცემთა ამ წესით განსაზღვრული მიზნებით დამუშავებასთან დაკავშირებით.

o   განცხადებას პირმა უნდა დაურთოს: 

1. საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 

2. ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე).

3. ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა მასზედ, რომ პირი ნამდვილად ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

განაცხადის ფორმის შესავსებად მიყევით ბმულს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here