სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ ზაურ კალოევის სახელობის თასის ტურნირი ჩაატარა

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნატახტარში მინი ფეხბურთში ზაურ კალოევის სახელობის თასის ტურნირი ჩაატარა. ღონისძიებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი დაესწრო.

სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გუნდებმა: “ლიახვი აჩაბეთი”, “ერედვი”, “ახალგორი”, “წეროვანი”, “ქსოვრისი”, “ძეგვი” და “ნატახტარი”.

ფინალურ თამაშში ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები “ერედვი” – “კასპი”, სადაც “ერედვმა” გაიმარჯვა 8:1 და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, “კასპი” კი მეორე ადგილზე გავიდა. მესამე პოზიცია კი “წეროვანს” ერგო.

2025 წლის ზაურ კალოევის სახელობის თასის ტურნირში საუკეთესო ფეხბურთელებად დასახელდნენ: ცოტნე ოქროპირიძე (“ერედვი”) და სანდრო მერებაშვილი (“კასპი”).

ასევე დასახელდა საუკეთესო მეკარე – რეზო მჟავანაძე („ერედვი“) და ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე – ირაკლი ვაჟიკაშვილი („ნატახტარი“).

პრიზიორები და ტურნირის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.

ზაურ კალოევის სახელობის თასის ტურნირი ჩატარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით და “ფეხბურთის განვითარების ფონდის” დაფინანსებით.

ორგანიზატორი – სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია, ღონისძიების პარტნიორი – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია