კონკურსი “შრომითი უნარების განვითარების საზაფხულო სკოლა”

0
156

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია აცხადებს შესარჩევ კონკურსს „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ საზაფხულო სკოლაში – ,,შრომითი უნარების განვითარების საზაფხულო სკოლა“ – მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებს,
ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 10 მოსწავლე. თუ მსურველთა რაოდენობა ათზე მეტი იქნება შერჩევა მოხდება, ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებითა და თანმიმდევრობით:
ა) 2017-2018 სასწავლო წელს ყველა საგანში მიღებული წლიური შეფასების უფრო მაღალი საშუალო ქულის შესაბამისად;
გ) ასაკის შესაბამისად (უპირატესობა მიენიჭება უფროსი ასაკის მოსწავლეს)
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. ცნობა შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობიდან იმის შესახებ, რომ კონკურსანტი დევნილია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად;
3. სკოლის მიერ გაცემული ცნობა 2017-2018 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
საბუთების მიიღება 2019 წლის 10 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.
მისამართი:
თბილისი, პ. ქავთარაძის ქუჩის ჩიხი №1, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.
საკონტაქტო პირი: მარინე ქრისტესიაშვილი, ტელეფონი: 595958067,
გორი, სტალინის ქ. 16 სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.
საკონტაქტო პირი: შორენა ჩიმჩიური ტელეფონი: 599951607

მსურველებს ასევე შეუძლიათ დოკუმენტაცია გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: ganatleba.soa@gmail.com და კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში წარადგინონ დოკუმენტების დედნები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here