„მესაფლავენი“. ოსურ ენაზე თარგმნილი მოთხრობების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გიორგი სოსიაშვილის წიგნი მიეძღვნა ქართველი და ოსი ხალხის ძმობის იდეას. კრებული თარგმნილი იყო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით და მონაწილეობით. „ჩვენი ძმობა უალტერნატივოა“, – დაამატა მოთხრობების ავტორმა გიორგი სოსიაშვილმა. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსმა სოსო ცოტნიაშვილმა აღნიშნა, რომ „ორ ერს შორის არ უნდა მოხდეს გაუცხოება. სწორედ ამ იდეას ემსახურება ადმინისტრაციის ჩართულობა აღნიშნულ პროექტში“.