დევნილი პოეტების ლექსების კრებული „ალილუიას“ პრეზენტაცია

დევნილი პოეტების ლექსების  კრებულის „ალილუიას“ პრეზენტაცია გაიმართება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 20 თებერვალს, 15:00 საათზე.

წიგნში არის წარმოდგენილი  ცხინვალის რეგიონიდან როგორც ოსი, ასევე ქართველი პოეტების ლექსები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ცხინვალელი მხატვრების გამოფენა:მერაბ ჭოველიძე, ნოდარ გიუნაშვილი, გია მელიქიშვილი, ზურა კახნიშვილი, მარი მაისაურაძე, ალექსი ხმიადაშვილი.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან,  როგორც მთავრობის წევრები, ასევე ცხინვალის საზოგადოება.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია