გორში, დევნილთა დასახლებების გუნდებს შორის, საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

0
86

  სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, გორში საფეხბურთო ტურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობა 2007-2008 წლებში დაბადებულმა მოზარდებმა მიიღეს.

ისინი გორში საქართველოს სხვადასხვა დევნილთა დასახლებიდან ჩამოვიდნენ.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურნირი თბილისის “დინამოსა”და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრის, ზაურ კალოევის სახელობის იყო, რომელიც ადგილნაცვალ მოზარდებს შორის ყოველწლიურად იმართება.

ტურნირი ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა. შეჯიბრში დევნილთა ჩასახლებების 8 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვება წეროვანის დასახლების გუნდმა მოიპოვა, რომელსაც თასი გადაეცა. პირველ, მეორე, და მესამე ადგილებზე გასულებს დიპლომები და პრიზები გადაეცათ.

საფეხბურთო ტურნირს გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე, ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here