არჩილ თალაკვაძე – გამოიკვეთა საერთო მიზანი, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტმა ერთი რეზოლუცია მიიღოს

0
387

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე ერთიანი რეზოლუციის შესამუშავებლად საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციების დასრულებას მცირე დრო დასჭირდება.

როგორც არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან არ სურს, რომ მიმდინარე კონსულტაციების პროცესი დაზიანდეს.

“კონსულტაციების დასრულებას მცირე დრო დასჭირდება, ვინაიდან ჩვენ უკვე კონკრეტულ დეტალებში შევედით. თუ როგორ მოხდება რეზოლუციების პროექტში ასახული ინსტრუმენტების გამოყენება, ამასთან დაკავშირებით გვქონდა მსჯელობა. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას კონკრეტულად მექანიზმებზე, რომელსაც უმცირესობა გვთავაზობს, შევთანხმდით, რომ წინასწარ ამაზე პოზიციის დაფიქსირებისგან ყველანი თავს შევიკავებთ.  კონსულტაციებში საერთო მიზანი გამოიკვეთა, რომ პარლამენტმა მიიღოს ერთი რეზოლუცია. ჩვენ არ გვინდა,  წინასწარი შეფასებებით და განცხადებებით მიმდინარე კონსულტაციების პროცესი დავაზიანოთ. როგორც კი დასრულდება კონსულტაციები, პირველ რიგში კომიტეტის ფორმატში ვუყრით კენჭს რეზოლუციას და შემდეგ უახლოეს სესიაზე გავიტანთ. ხვალ სესიაზე ბიუროს მიერ დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხების განხილვა იქნება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here