სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია “გორის დღე-2025”-ს შეუერთდა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია შიდა ქართლში სახალხო ზეიმს “გორის დღე-2025”-ს შეუერთდა.

ტრადიციულად მოეწყო ოსური ეზო, სადაც წარმოდგენილი იყო ოსური ეროვნული სამზარეულოს კერძები – სამი ოსური ხაჭაპური, ჯიგკა, ოსური ლუდი და სხვა, ასევე ტრადიციული სამოსი.

ღონისძიებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებს, გორიც მაცხოვრებლებსა და ტურისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ოსური კერძები და ოსური ყოფის ნივთები დაეთვალიერებინათ.

სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად გორის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დაჯილდოვდნენ:

იმედო ხუციშვილი (ექიმი);

კახა თოფჩიშვილი (მხატვარი);

ფატი ფულარიანი (მსახიობი);

არჩილ ბარამიძე (მწვრთნელი, ჭიდაობა);

გივი აბალაკი (ფერმერი).

ღონისძიება გალაკონცერტით დასრულდა, სადაც მონაწილეობა ჯგუფებმა “ქუჩის ბიჭები”, “Soft Wave” და “კანუდოსი” მიიღეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია