ქარელში ცხინვალის რეგიონიდან დევნილებისთვის სამედიცინო აქცია გაიმართა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ინიციატივით ქარელში დევნილთა ჩასახლებაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 140 ოჯახიდან.

მათ კონსულტაციები კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმებმა გაუწიეს (თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, რადიოლოგი (ექოსკოპია), ოფთალმოლოგი). მედიკოსებმა დევნილებს სამედიცინო პრეპარატები გადასცეს.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ კი იძულებით გადაადგილებულ პირებს უსასყიდლოდ წნევის საზომი აპარატები და სათვალეები (140 ერთეული) გადასცა.

ღონისძიებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და  ადმინისტრაციის იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ოვაშვილი დაესწრნენ.

“სამედიცინო გამოკვლევების მეტად ხელმისაწვდომობის მიზნით დღეს ქარელში ჩატარდა სამედიცინო აქცია. მინდა, ჩვენს ექიმებს მადლობა ვუთხრა, რადგან ყოველთვის მზად არიან კონსულტაცია ჩაუტარონ ჩვენს დევნილ მოსახლეობას, მათ კი – ჯანმრთელობას ვუსურვებ”, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია