სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2024 წლის ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამა

1. იძულებით გადაადგილებულ  პირთა – ერთჯერადი სოციალური დახმარება, რომელიც მათი ოჯახის სოციალური მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება.

წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  •  განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი);
  • დევნილობის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ოკუპირებულ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილების ფაქტს;
  • განმცხადებლის სახელზე შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები.

2. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებზე – ერთჯერადი სოციალური დახმარება 200 (ორასი) ლარი

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი);
  • დევნილობის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ოკუპირებულ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილების ფაქტს;
  • პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
  • გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრად ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • განმცხადებლის სახელზე შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები.

3. მრავალშვილიან ოჯახებზე (ოთხი და მეტი შვილი) – თითოეულ არასრულწლოვანზე ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარი

  • განცხადება;
  • მშობლის  (მშობლების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი);
  • დახმარების მიმღები პირის მოქალაქის პირადობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი;
  • მშობლად ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • დახმარების მაძიებელი პირის დევნილობის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ოკუპირებულ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილების ფაქტს;
  • განმცხადებლის სახელზე შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები.

4. სამედიცინო დიაგნოსტიკური  გამოკვლევები.

გამოკვლევები ხორციელდება ქ. თბილისის  კ.ერისთავის სახ.ქირურგიის ეროვნული ცენტრში მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

  • განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • განმცხადებლის დევნილობის მოწმობის ასლი;
  • ფორმა 100.
Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია