სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია მსოფლიო მემკვიდრეობის დღის აღნიშვნას შეუერთდა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ მსოფლიო მემკვიდრეობის დღე აღნიშნა. ღონისძიება საერთაშორისო ორგანიზაცია ICOMOS-ის ეგიდით ყოველწლიურად ტარდება.

ერედვის მუნიციპალიტეტის კოდის დევნილთა დასახლებაში მდებარე კულტურის ცენტრში ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურმა წარმოადგინა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი პოსტერები და ცხინვალელი ფოტოხელოვანის ჯემალ კასრაძის ფოტომასალები.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ძეგლებისა და ღირშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭომ (ICOMOS) 1982 წელს 18 აპრილი ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

UNESCO-მ მის მომდევნო 22-ე გენერალურ კონფერენციაზე დაამტკიცა ეს ინიციატივა და მას შემდეგ ყოველი წლის 18 აპრილს მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება კულტურული მემკვიდრეოაბის დღე, რომლის მიზანიცაა, კიდევ ერთხელ წინ წამოწიოს და ხელი შეუწყოს საზოგადოების გათვითცნობიერებას კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნების, მნიშვნელობის, მის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია