ცხინვალის რეგიონიდან 20 დევნილ მოსწავლეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა უმასპინძლა

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრმა უმასპინძლა ქარელის რაიონის სოფელებში (მოხისი, აგარა, ახალსოფელი) და თბილისში ჩასახლებულ 20 დევნილ მოსწავლეს ცხინვალის რეგიონიდან.

 ბავშვები დაესწრნენ  ლუდვიგ მინკუსის ბალეტ-ზღაპარს „ბაიადერა“-ს.

ბავშვების ბალეტზე დასწრების ინიციატორი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურია, რომელმაც თეატრთან მოლაპარაკება აწარმოა. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბავშვები ტრანსპორტითა და კვებით უზრუნველყო.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია