თამაზ ბესტაევი შავშვებში დევნილი მოსახლეობისათვის გამართულ სამედიცინო აქციას დაესწრო

 სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისათვის, კ. ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა სამედიცინო აქცია გამართა.

   აქციაზე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები: ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ეკგ-გადამღები, გასტროენტეროლოგი, ექოსკოპისტი, ანგიოლოგი, ქირურგი, ენდოკრინოლოგი, თერაპევტი. მოხდა მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ასევე, ოფთალმოლოგის კონსულტაციის შემდედ,  მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცათ სათვალეები.

  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ოვაშვილი დაესწრნენ ზემოაღნიშნულ აქციას.  თამაზ ბესტაევმა მადლობა გადაუხადა კ.ერისთავის სახ. ექსპერიმენტულ და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და სამედიცინო პერსონალს. მან იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი აქციები კიდევ გაიმართება დევნილი მოსახლეობისათვის.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია