სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ ზაურ კალოევის სახელობის თასის ტურნირი ჩაატარა (VIDEO)

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნატახტარში მინი ფეხბურთში ზაურ კალოევის სახელობის თასის ტურნირი ჩაატარა. ღონისძიებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი დაესწრო.

სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გუნდებმა: “ლიახვი აჩაბეთი”, “ერედვი”, “ახალგორი”, “წეროვანი”, “ქსოვრისი”, “ძეგვი” და “ნატახტარი”.

ნახევარფინალი:

წეროვანი – ძეგვი (2-0)

ერედვი – ახალგორი (5-1)

3 ადგილი

ძეგვი – ახალგორი (4-1)

ფინალი

ერედვი – წეროვანი (2-0)

დასახელდა საუკეთესო ფეხბურთელები:

  • ხეთაგაშვილი ზურაბი (ერედვი);
  • მილაძე გაბრიელი (ახალგორი);

საუკეთესო მეკარე

  • ალადაშვილი პაატა (ერედვი);

ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე

  • კახნიაშვილი ნიკოლოზი (ერედვი).

პრიზიორები და ტურნირის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.

ზაურ კალოევის სახელობის თასის ტურნირი ჩატარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით და “ფეხბურთის განვითარების ფონდის” დაფინანსებით.

ორგანიზატორი – სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია, ღონისძიების პარტნიორი – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

Comments (0)
Add Comment