სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებულმა წეროვნის ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ახალი თაობა“ თელავში მონაწილეობა მიიღო საქართველოს რესპუბლიკურ ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორის ფესტივალში “შენ ხარ ვენახი – თელავი 2025”.
მოზარდებმა ხალხურ საკრავებზე ოსური საცეკვაო მელოდიების პოპური და ოპერიდან “დაისი” “საცეკვაო” შეასრულეს. ანსამბლ “ახალი თაობას” პრიზი გადაეცა, ხოლო მის ხელმძღვანელსა (დავით გაჩეჩილაძე) და ყველა წევრს – ლაურეატის დიპლომები.
ფესტივალში ანსამბლ „ახალი თაობის“ ჩართულობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ უზრუნველყო. ღონისძიების ორგანიზატორია „საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირი“.
შეგახსენებსთ, ამა წლის მაისში ანსამბლმა, საქართველოს რესპუბლიკურ ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის XVII კონკურს-ფესტივალის „იპოვე შენი ვარსკვლავი“ გალა-კონცერტზე, ბავშვთა კოლექტივებს შორის, პირველად საქართველოში შეასრულა ოსური ხალხური სიმღერა და ოსური მელოდიების პოპური – ხალხურ საკრავებზე.