სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნატახტარში მინი ფეხბურთში ზაურ კალოევის სახელობის თასის ტურნირი ჩაატარა. ღონისძიებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი დაესწრო.
სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გუნდებმა: “ლიახვი აჩაბეთი”, “ერედვი”, “ახალგორი”, “წეროვანი”, “ქსოვრისი”, “ძეგვი” და “ნატახტარი”.
ნახევარფინალი:
წეროვანი – ძეგვი (2-0)
ერედვი – ახალგორი (5-1)
3 ადგილი
ძეგვი – ახალგორი (4-1)
ფინალი
ერედვი – წეროვანი (2-0)
დასახელდა საუკეთესო ფეხბურთელები:
- ხეთაგაშვილი ზურაბი (ერედვი);
- მილაძე გაბრიელი (ახალგორი);
საუკეთესო მეკარე
- ალადაშვილი პაატა (ერედვი);
ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე
- კახნიაშვილი ნიკოლოზი (ერედვი).
პრიზიორები და ტურნირის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.
ზაურ კალოევის სახელობის თასის ტურნირი ჩატარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით და “ფეხბურთის განვითარების ფონდის” დაფინანსებით.
ორგანიზატორი – სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია, ღონისძიების პარტნიორი – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.