სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საჩუქარი. ახალგაზრდა მხატვარს ალინა ქოქაშვილს, რომელსაც სმენის პრობლემა აქვს, გადაეცა ყურსასმენი აპარატი. მისი ღირებულება 3200 ლარს შეადგენს.
ალინას დედის ნანა სიუკაევას თქმით, გოგონა რვა წლის ასაკამდე სურდოლოგთან დადიოდა. აპარატის მიღების შემდეგ ალინას ესმის საკუთარი ხმა, ასევე ცნობს სხვა ხმებს. საჩუქარი ალინას დედას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა გადასცა.