შპს „ჯორჯიანმედის“ დირექტორმა ირაკლი კაკუშაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელის მამუკა ცოტნიაშვილის შეუამდგომლობით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას შშმ პირის ეტლი გადასცა.
ადმინისტრაციის იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები ქალაქ ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ 81 წლის გივი ქულიჩიშვილს სახლში ეწვივნენ და შშმ პირის ეტლი გადასცეს.